18 იანვარი 2017,   13:59
ვრცლად
თენგის ფხალაძემ საერთაშორისო ორგანიზაციებს აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებზე მიაწოდა ინფორმაცია

საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე პრეზიდენტის დავალებით, ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელს და საქართველოში ევროსაბჭოს მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა, რომლებსაც აფხაზეთში ეკლესიისა და პოლონელთა სასაფლაოს განადგურების ფაქტებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.

„საკითხი შეეხებოდა იმ პროცესებს, რომელიც მიმდინარეობს ოკუპირებულ აფხაზეთში და იმ ქმედებებს, რომელიც ბოლო პერიოდში ხორციელდება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის წინააღმდეგ. ამასთან დაკავშირებით უკვე იყო პრეზიდენტის განცხადება და ჩვენთვის უაღრესად მნიშნელოვანია, რომ ეს საკითხი გახდეს საერთაშორისო მონიტორინგის ობიექტი და საერთაშორისო მონიტორებს ჰქონდეთ იმის საშუალება, რომ მათ ადგილზე შეისწავლონ არსებული ვითარება,“ - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები