27 თებერვალი 2017,   19:46
ვრცლად
მნიშვნელოვანი
"სახალხო დამცველმა მთავარ პროკურატურას მიმართა "ქრონიკა პლუსის" წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებების გასატარებლად"- ელისო კილაძე

„2012 წელს რუსულმა სპეცსამსახურებმა ვლადიმერ ბედუკაძის მეშვეობით ჩაატარეს სპეცპერაცია, რომელმაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა 2012 წლის არჩევნების შედეგებზე და ცოცხების სცენა, ყველაზე მთავარი ნარატივი ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის დროს არის დადგმული და არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, ეს იყო პატიმრების დაცინვა,“- ამის შესახებ ქრონიკა პლუსის მთავარმა რედაქტორმა კურიერის პირდაპირ ეთერში განაცხადა. 

ელისო კილაძემ დღეს პროკურატურაში პატიმართა წამების ამსახველი კადრების სრული ვერსიის გამოქვეყნების საკითხზე ჩვენება მისცა.

ელისო კილაძის აზრით, ხელისუფლება სახალხო დამცველს გაზეთ ქრონიკა პლუსის და მის წინააღმდეგ იყენებს, მისი თქმით, საგამოძიებო უწყებას შეკითხვები სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე ჰქონდა.

კილაძის ინფორმაციით, უჩა ნანუაშვილმა პროკურატურას მიმართა, რომ ელისო კილაძემ ე.წ. ცოცხების კადრების გასაჯაროებით ერთ-ერთი პატიმრის პატივი და ღირსება შელახა, ხოლო ამ პატიმარმა სახალხო დამცველს მიმართა, რათა მას რეაგირება მოეხდინა.

ელისო კილაძე ვარაუდობს, რომ ეს პიროვნება ხელისუფლებამ, სავარაუდოდ, სუს-მა მოძებნა და მიიყვანა სახალხო დამცველის ოფისში და განცხადება დააწერინა.

„სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა მიმართა მთავარ პრკურატურას სადამსჯელო ღონისძიებების გასატარებლად ქრონიკა პლუსის წინააღმდეგ. ეს არის ხელისუფლების მიერ თეთრი ძაფით შეკერილი საქმე,“ - განაცხადა ელისო კილაძემ.

ელისო კილაძე სახალხო დამცველს საქართველოს კანონმდებლობის წაკითხვას ურჩევს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები