24 თებერვალი 2017,   07:44
ვრცლად
დისკრიმინაციული პოლიტიკა ღამის კლუბებში - პრემიერის განცხადებას კრიტიკით უპასუხეს

ვარდების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ღამის კლუბები, რომელთა შესახებაც დღეს მთავრობის სხდომაზე გიორგი კვირიკაშვილმა ისაუბრა, ამ დრომდე დაკეტილია.

დღეს პრემიერმინისტრმა ღამის კლუბებში დამკვიდრებული დისკრიმინაციული პოლიტიკის აღმოფხვრა სამართალდამცველებს მკაცრად დაავალა.

გიორგი კვირიკაშვილის მიერ მთავრობის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას კი ისეთი რეაქცია მოყვა, რომ პრემიერი იძულებული გახდა მოგვიანებით, უკვე მედიასთან დამატებითი განმარტებები გაეკეთებინა.

პრემიერმინისტრის ამ განცხადებებს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოყვა. გიორგი კვირიკაშვილი გააკრიტიკეს სამოქალაქო სექტორის, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრებმაც. მათი აზრით, პრემიერის მხრიდან მსგავსი განცხადების გაკეთება არასერიოზულია და ეს, პირველ რიგში, მნიშვნელოვანი პრობლემებიდან ყურადღების გადასატანად კეთდება.

როგორ გამოიძიებენ ქართველი მამაკაცების მიმართ გამოვლენილ დისკრიმინაციის სავარაუდო ფაქტებს სამართალდამცველები, ჯერ უცნობია.

ავტორი: ეკო მაღრაძე

დღის ამბები