27 მარტი 2017,   08:50
ვრცლად
ჰიმნი, წითელი ხალიჩა და მარიხუანას დალუქული ნერგები - "გირჩის" ოფისიდან შსს-ს წარმომადგენლები შეძახილებით გააცილეს

6 საათიანი საგამოძიებო მოქმედებები პოლიტიკური ცენტრის ოფისში - შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა გირჩის ოფისი შეძახილების ფონზე დატოვეს. ექსპერტ-კრიმინალისტებმა საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ, 84 ქოთანი მარიხუანა დალუქეს და ნივთმტკიცება ექსპერტიზის ბიუროში გადაიტანეს.

დაუმორჩილებლობის აქტის ჩატარებიდან 11 დღის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები გირჩის ოფისში დღეს მივიდნენ და პოლიტიკური ცენტრის წევრები შენობიდან გამოუშვეს. 

საგამოძიებო მოქმედებების პარალელურად, გირჩის ოფისთან ის პირებიც შეიკრიბნენ, რომლებმაც 31 დეკემბერს კანაფი პოლიტიკურ ცენტრთან ერთად დათესეს. სამოქალაქო სექტორს ის პირიც შეურთდა, რომელიც 265-ე მუხლითაა ბრალდებული და მის მხარდასაჭერად გირჩი დღეს საპროტესტო აქციას გეგმავდა.

მოგვიანებით, სოციალურ ქსელში პარტიამ განცხადება გაავრცელა. გირჩებმა საქართველოს მთავრობას დისკრეციული უფლების გამოყენებისკენ მოუწოდა. განცხადების მიხედვით, პარტიამ საგამოძიებო მოქმედებების შეწყვეტა მოითხოვა, მანამ სანამ საკონსტიტუციო სასამართლო იმ მუხლის კანონიერებას არ დაადგენს, რომელიც ქვეყანაში კანაფის კულტივარიზაციას კრძალავს.

სანამ გირჩის ოფისში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა, შენობის გარეთ და დერეფანში პარტიის მხარდამჭერებმა სანახაობა გამართეს და პოლიციელებს ხალიჩები დაუფინეს, გირჩის წევრებმა კი გამომძიებლებს პოლიციის ჰიმნი მოასმენინეს.

ავტორი: სალომე ბოკუჩავა. 

 

დღის ამბები