18 იანვარი 2017,   14:07
ვრცლად
ოკუპირებული აფხაზეთი შესაძლოა მალე ჩაბნელდეს

აფხაზეთს თებერვლიდან ელექტრო ენერგიის მიწოდების თვალსაზრისით, შესაძლოა ძალიან სერიოზული პრობლემები შეექმნას. მიუხედავად იმისა, რომ ზამთრის პერიოდში ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია, მთლიანად აფხაზეთს მიეწოდება, გაზრდილი მოთხოვნის გამო რეგიონი ენერგოკრიზისის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.

პარალელურად, პრობლემად რჩება მოხმარებული დენის საფასურის ამოღების საკითხი, რის გამოც შიდა ქსელებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ვეღარ ტარდება.

როგორ აპირებენ პრობლემის მოგვარებას, ენერგეტიკის მინისტრს არ დაუკონკრეტებია. კონკრეტულ ნაბიჯებზე ვერ საუბრობს შპს ენგურჰესის ხელმძღვანელიც. ლევან მებონიას განცხადებით, უკვე ამ დროისთვის წყალსაცავში წყლის დონე 438 მეტრ ნიშნულამდეა დაცემული. დღე-ღამის განმავლობაში, აფხაზეთის მხარე დაახლოებით 8 მილიონ ნახევარ კილოვატ საათს მოიხმარს.

ენერგეტიკოსების აზრით, შეცდომაა, როდესაც აფხაზური მხარე ენგურჰესის მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიას უფასოდ იღებს. ენერგეტიკის დარგში მომუშავე ექსპერტების აზრით, სახელმწიფოს ეს პოლიტიკა მიუღებელი და ზარალის მომტანია. მითუმეტეს ზამთარში, როდესაც შეთანხმებული 40 პროცენტის ნაცვლად, აფხაზური მხარე ენგურჰესის მიერ გამომუშავებულ მთელ ენერგიას იყენებს.

ავტორი: ეკა გაგუა

დღის ამბები