18 იანვარი 2017,   14:05
ვრცლად
ყინვები ევროპაში - ტემპერატურა რეკორდულ ნიშნულამდე დაეცა

აღმოსავლეთ ევროპას ძლიერი ციკლონი დაატყდა თავს. ბალკანეთის ქვეყნებში ტემპერატურა რეკორდულ ნიშნულამდე დაეცა, ზოგიერთ რეგიონში მინუს 27 გრადუსია.

უამინდობის გამო ნაწილობრივ გაიყინა მდინარე დუნაი. უნგრეთმა და ბულგარეთმა მდინარეზე სანაოსნო მიმოსვლაზე დროებითი აკრძალვა დააწესეს.

გაუსაძლისი ყინვებია სერბეთსა და ხორვატიაში. ოფიციალური პირები მოსახლეობას ქუჩაში გასვლისგან თავის შეკავებას ურჩევენ და აცხადებენ, რომ უამინდობა განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის მიგრანტებს, რომლებიც კარვებსა და ფაქტობრივად ღია ცის ქვეშ ცხოვრობენ.

მეტეოროლოგების პროგნოზით უამინდობა რეგიონში კიდევ რამდენიმე დღეს გაგრძელდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები