17 იანვარი 2017,   17:04
ვრცლად
პრეზიდენტის სიძე დაჭრეს

პრეზიდენტის სიძე დაჭრეს, შემთხვევა ბალანჩივაძის ქუჩაზე მოხდა, ამის შესახებ შემთხვევის ადგილიდან კურიერის კორესპონდენტი იუწყება. სამართალდამცველებს მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილი აქვთ, ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ. მინდია გოგოჭური ქვეყნის რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრშია გადაყვანილი. კურიერის გადამღები ჯგუფი ადგილზე მუშაობს. ვრცლად დეტალები ჩვენს ვებ გვერდზე rustavi2.com 

 

 

 ფოტო შემთხვევის ადგილიდან, ავტორი მარიამ გაფრინდაშვილი 

დღის ამბები