17 იანვარი 2017,   17:01
ვრცლად
საბურთალოზე პოლიციელი დაჭრეს - ძიება მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი დაჭრეს, გვიან ღამით თბილისში,  ცინცაძის ქუჩაზე, როგორც შემთხვევის ადგილიდან, კურიერის კორესპდენტი იუწყება პოლიციელს ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

დაზარალებული ქვეყნის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მომხდარზე გამოძიება, თბილისის პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.

დაშავებულ პოლიციელს გადაუდებელი ოპერაცია რესპუბლიკურ საავადმყოფოში უტარდება. ექიმებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ. 

 

 

ფოტოზე: რესპუბლიკური საავადმყოფოში დაჭრილი პოლიციელის შეყვანა

ავტორი -  ნინო ვარძელაშვილი - რუსთავი 2

 

დღის ამბები