18 იანვარი 2017,   13:59
ვრცლად
საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე პარტიების საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა დღეს გაიმართება

საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე კვალიფიციური პარტიების საკოორდინაციო საბჭოში დღეს  შეხვედრა იმართება.

განიხილება კონკრეტული წინადადებები საარჩევნო კოდექსის ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც მოგვიანებით საკონსტიტუციო კომისიას წარედგინება.

აქცენტი საპარლამენტო, თვითმმართველობისა და საპრეზიდენტო არჩევნებზე გაკეთდება. საკოორდინაციო საბჭოს წევრების პოზიცია უცვლელია - ისინი ითხოვენ გაუქმდეს მაჟორიტარული არჩევნების სისტემა საპარლამენტო არჩევნებისას და არ შეიცვალოს პრეზიდენტის არჩევის სისტემა.

„დემოკრატიულ მოძრაობაში ვთვლით, რომ პოლიტიკურმა სპექტრმა ერთიანი პოზიციით უნდა მოახერხოს მიმართვა საკონსტიტუციო კომისიისთვის,“-განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.

დღის ამბები