29 მარტი 2017,   21:07
ვრცლად
"ვერ მოვთხოვთ, რომ ჩვენი ინტერესები იყოს მისთვის ამოსავალი წერტილი"- რომან კაკულია "გაზპრომზე" საუბრობს

პირველად 15 წლის განმავლობაში გაზპრომთან დადებული ხელშეკრულების მთავარი პირობის ცვლილება მისაღებად მიაჩნიათ ქართულ ოცნებაში და ამტკიცებენ, რომ საქართველოს დიდი არჩევანი არ ჰქონდა.

მათივე თქმით, ახალი კონტრაქტით რუსეთზე დამოკიდებულების გაზრდა არ მომხდარა.

„ის სიტყვა, რომ ზეწოლას ახდენდა, ის თავის ინტერესებს იცავდა, თავისთავად ცხადია ვერ მოვთხოვთ, რომ ჩვენი ინტერესები იყოს მისთვის ამოსავალი წერტილი. ამიტომ ის ამბობდა ადრეც, რომ იგივე პირობებით არ გააგრძელებდა ამ ხელშეკრულებას. ამიტომ დიდი ალტერნატივები ჩვენს წინაშე არ იდგა და ამიტომ ვთვლი ეს წარმატებული მოლაპარაკებები იყო იმიტომ, რომ მაინც მაქსიმუმს მივაღწიეთ,“-აცხადებს რომან კაკულია.

ახალი ხელშეკრულება კატეგორიულად მიუღებელია ოპოზიციისთვის. ენმ-ში შეთანხმების გამო  ხელისუფლებას კორუფციაში ადანაშაულებენ და მოღალატეებად აცხადებენ.

„ეს არის მორიგი მავნებლობა, რომელსაც აკეთებს ხელისუფლება. ეს იქნება სერიოზული დარტყმა ჩვენს უსაფრთხოებაზე, იმიტომ რომ სერიოზული ბერკეტი ექნება რუსეთს უკვე ჩვენთან დაკავშირებით.  მონეტიზება ნიშნავს იმას, რომ მას შეეძლება უკვე, რომ მეტად პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს გაზის შემოტანა საქართველოში,“-განახადა სერგი კაპანაძემ.

ახალი კონტრაქტს წინა შეთავაზებებთან შედარებით უარესად მიიჩნევენ ექსპერტები. რის გამო დათმო საქართველომ პოზიცია რუსულ ენერგოგიგანტთან - დეტალები ამ დრომდე უცნობი რჩება.

"უარესი პირობებია და ამ დენი ხანი თუ კონტრაქტი არსებობდა რა მოხდა წელს სასწაული საკითხავი ეს არის სწორედ. პრინციპში ეს კონტრაქტი შედგენილია ისე, როგორც დგება ხოლმე მსგავსი კონტრაქტები საერთაშორისო მოლაპარაკებების დროს, მაგრამ ჩვენ გვინდოდა უკეთესი ვიდრე პრაქტიკაში, ჩვენ ეს დავთმეთ და რატომ დავთმეთ ჯერჯერობით ამაზე პასუხი არ არის,“-აცხადებს თორნიკე შარაშენიძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები