27 თებერვალი 2017,   19:49
ვრცლად
მნიშვნელოვანი
"ცენტრ პოინტის" საქმე-საქალაქო სასამართლოში ბრალდების მხარის მთავარი მოწმეები დაიკითხებიან

ბრალდების მხარის მთავარი მოწმეები უნდა დაიკითხონ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ცენტრ პოინტის საქმეზე.

მაია რჩეულიშვილის ადვოკატის თქმით, სხდომაზე დასწრების სურვილი ბრალდებულს აქვს, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ არის გამორიცხული მან სასამართლოში მისვლა ვერ შეძლოს. ასეთ შემთხვევაში დაცვა სხდომის გადადებას მოითხოვს. მაია რჩეულიშვილი ამჟამად ქალთა კოლონიაში იმყოფება.

სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ის 2 დღის წინ დააბრუნეს, მას შემდეგ რაც ბრალდებულმა სამედიცინო პროცედურების ჩატარებაზე უარი განაცხადა.

მაია რჩეულიშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ პროცესი ბრალდებულის გარეშე არ უნდა გაიმართოს.

დღის ამბები