28 მარტი 2017,   19:57
ვრცლად
მდგომარეობა სტაბილურია - ბოლო ინფორმაცია პრეზიდენტის სიძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ

პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური და მისი მეგობარი მკურნალობას რესპუბლიკურ საავადმყოფოში განაგრძობენ და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ინფორმაცია ცოტა ხნის წინ რუსთავი 2-ს რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაუდასტურეს.

"ამ ეტაპზე მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხელს საფრთხე არ ემუქრებათ,"-განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს პრესსამსახურის უფროსმა.

რესპუბლიკურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ ოჯახს დამატებითი დეტალების გამჟღავნება ჯერ არ სურს, შესაბამისად უცნობი რჩება მომხდარის დეტალები და დაჭრილების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური და მისი მეგობარი გუშინ ღამით ბალანჩივაძის ქუჩაზე დაჭრეს.

 

დღის ამბები