27 თებერვალი 2017,   19:48
ვრცლად
მნიშვნელოვანი
სერგი კაპანაძე ღამის კლუბებში არსებულ ვითარებაზე პრემიერის მიერ გაკეთებულ განცხადებას "სამარცხვინოს" უწოდებს

პრემიერის განცხადებებს ღამის კლუბებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით კანონმდებლები აფასებენ.

უმრავლესობაში ამბობენ, რომ ამ საკითხს კანონი არეგულირებს და გიორგი კვირიკაშვილმა კომენტარი საკითხისთვის მეტი ყურადღების მისაქცევად გააკეთა.

„თუ არის ეთნიკური ნიშნით შეზღუდვა დაშვებაზე, ესეც კანონმდებლობის რეგულაციის სფეროს განეკუთვნება და კანონით გათვალისწინებული ფორმით უნდა მოხდეს გადაწყვეტილება. ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის არასრულწლოვნების რაიმე ფორმით პროსტიტუციაში ჩაბმაზე საუბარი, აქ აუცილებლად უნდა ჩაერთნენ არასრულწლოვნები და შესაბამისი ზომები გაატარონ. კომენტარი გაკეთდა იმაზე, რაზეც საჭიროდ ჩათვალა მთავრობის მეთაურმა,“-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

კვირიკაშვილის გუშინდელ განცხადებებს უპასუხისმგებლოდ თვლიან ოპოზიციაში და მას "პოპულისტურს" უწოდებენ.

„პრემიერის განცხადებები იყო სასაცილო და სამარცხვინო.  როგორც ჩანს ვერ გააცნობიერა პრემიერმა რა თემაზე უნდა ისაუბროს იმ ტრიბუნიდან, რომელსაც ჰქვია მთავრობის სხდომა. პირველი განცხადება იყო აბსურდული და მეორე განცხადება იყო კიდევ უფრო აბსურდული. ძალიან სამწუხაროა რომ უმაღლესი თანამდებობის პირი გადაუმოწმებელ ინფორმაციაზე დაყრდნობით საუბრობს ასეთ თემაზე, აშკარად პოპულისტური მიზნების მისაღწევად,“-აცხადებს ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები