27 თებერვალი 2017,   19:48
ვრცლად
მნიშვნელოვანი
პრეზიდენტის სიძე ფეხშია დაჭრილი - გოგოჭური და მისი მეგობარი მკურნალობას რესპუბლიკურ საავადმყოფოში განაგრძობენ

პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური ფეხშია დაჭრილი. გოგოჭური და მისი მეგობარი მიხეილ თათრიშვილი ამ ეტაპზე მკურნალობას რესპუბლიკური საავადმყოფოს მულტიპროფილურ განყოფილაბაში განაგრძობენ. ისინი ერთ პალატაში არიან მოთავსებული. 

როგორც დღეს რუსთავი 2-თან საუბრისას რესპუბლიკური საავადმყოფოს პრესსამსახურმა განაცხადა, დაჭრილებს უკვე ჩაუტარდათ ყველა გადაუდებელი საჭირო ღონისძიება და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებათ.

დამატებითი დეტალები გოგოჭურის ოჯახის მოთხოვნით ამ დრომდე არ ხმაურდება, შესაბამისად ექიმებიც კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.

დღის ამბები