31 მარტი 2017,   04:35
ვრცლად
პრეზიდენტის სიძე და მისი მეგობარი რესპუბლიკურ საავადმყოფოს 3-4 დღეში დატოვებენ - ექიმის პირველი კომენტარი

მინდია გოგოჭური და მისი მეგობარი მიხეილ თათრიშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოს 3-4 დღეში დატოვებენ. როგორც მათი მკურნალი ექიმი, ნიკოლოზ კვაჭაძე რუსთავი 2-თან საუბრისას აცხადებს, ორივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ ჩაუტარდათ ყველა საჭირო სამედიცინო პროცედურა.

კვაჭაძის თქმით პრეზიდენტის სიძესთან და მის მეგობართან ჯერჯერობით არ ყოფილან სამართალდამცველები.

შეგახსენებთ, რომ მინდია გოგოჭური და მისი მეგობარი გუშინ გვიან ღამით ბალანჩივაძის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.

მინდია გოგოჭური მედიის ყურადღების ცენტრში პირველად 2016 წლის ივლისში  მოექცა, როდესაც პრეზიდენტმა სკანდალური განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ მის სიძეზე ზეწოლა ხორციელდებოდა. მაშინ მარგველაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე პირველად გააჟღერა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ივნისში გოგოჭურის სახლში ჩხრეკა ჩატარდა.

მომხდარზე გამოძიება სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით მიმდინარეობდა. გოგოჭური პროკურატურაში გამოკითხვაზეც იმყოფებოდა. როგორც პრეზიდენტის სიძის ადვოკატი აცხადებდა, გოგოჭურის სახლში ჩხრეკის ჩატარებისას სამართალდამცველებმა უხეში დარღვევები განახორციელეს და ადგილი ჰქონდა კანონის უგულვებელყოფას. 

დღის ამბები