31 მარტი 2017,   04:35
ვრცლად
"როდესაც ვლაპარაკობთ დათმობაზე, ჩვენ არც არაფერი არ გვქონია 1-ლი იანვრიდან"-ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე "გაზპრომთან" შეთანხმებაზე

გაზპრომთან გაფორმებული ხელშეკრულების დეტალები კვლავ უცნობია. მთავრობაში პირველად 15 წლის განმავლობაში გაზპრომთან დადებული ხელშეკრულების მთავარი პირობის ცვლილება მისაღებად მიაჩნიათ და ამტკიცებენ, რომ საქართველოს დიდი არჩევანი არ ჰქონდა.

ენერგეტიკის მინისტრი განმარტავს, რომ  ახალი კონტრაქტით რუსეთზე დამოკიდებულების გაზრდა არ მომხდარა.

მარიამ ვალიშვილის განცხადებით, საუბარი დათმობაზე აბსურდულია, რადგან მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ხელშეკრულება აღარ არსებობდა საქართველოს დასათმობი აღარაფერი ჰქონდა.

„როდესაც ვლაპარაკობთ რაღაცის დათმობაზე, ჩვენ არც არაფერი არ გვქონია პირველი იანვრიდან იმიტომ, რომ კონტრაქტი დასრულდა და ის მოქმედებაში არ იყო. მეორე საკითხია რამდენად გვქონდა ბერკეტები ისევ იმ პირობებზე დაგვეთანხმებინა რუსეთი, ასე უფრო სწორი იქნება ფორმულირება, ვიდრე რაღაცა დავთმოთ.

"გადაწყვეტილების არმიღება ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვექნებოდა კონტრაქტი და ეს იქნებოდა ისევ გაურკვევლობა, კიდევ რაღაცა ჭიდაობა და მე დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო მეტი ფინანსური ნეგატივის შედეგის დადგომით მომავალში, იმიტომ, რომ ჩვენ ვერ ავცდებოდით სამართლებრივ დავებს, როგორც ბევრი ქვეყანა დღეს დაობს იმ პირობების სამართლიანობაზე, რომელიც მათ ხელშეკრულების მოწერით ან არმოწერით მიიღეს,“-განაცხადა მარიამ ვალიშვილმა.

დღის ამბები