18 იანვარი 2017,   14:01
ვრცლად
"მოღალატეობრივი ნაბიჯი"- ნიკა მელია "გაზპრომ-ექსპორტსა" და საქართველოს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას აფასებს 

საქართველოსა და გაზპრომ-ექსპორტს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას "მოღალატეობრივს და სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოს" უწოდებს საპარლამენტო უმცირესობა. ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ამბობს, რომ 10 დეკემბერს ენერგეტიკის მინისტრმა გაზპრომთან ხელი ქვეყნის დასუსტებას მოაწერა.

მისი თქმით, ხელშეკრულება როგორც ფინანსური, ასევე ენერგოდამოუკიდებლობის თვალსაზრისით საზიანოა.

„ეს არის უბრალოდ მოღალატეობრივი ნაბიჯი, რომელიც გადადგმულია ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ. კალაძე არის ადამიანი, რომელმაც ხელი მოაწერა ჩვენი ქვეყნის დასუსტებას. ეს არის ფაქტი, ამას ვერ გაექცევა კალაძე და ამის შედეგს სამწუხაროდ ჩვენ მოვიმკით, ამ ქვეყანაში მაცხოვრებელი თითოეული ადამიანი. საზიანოა ფინანსური თვალსაზრისით, საზიანო ენერგო დამოუკიდებლობის თვალსაზრისით,“-აცხადებს ნიკა მელია.

დღის ამბები