18 იანვარი 2017,   14:01
ვრცლად
"აწარმოე საქართველოში სწრაფი განვითარებისთვის" - პრეზენტაცია გიორგი მარგველაშვილმა გახსნა

"აწარმოე საქართველოში სწრაფი განვითარებისთვის" - ამ სახელწოდებით ერთ ბრენდში ერთიანდება ყველა ის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მეწარმეებს გარკვეულ სერვისებს სთავაზობს.

მთავრობის აზრით, ეს პროგრამა ხელს შეუწყობს ეკონომიკისა და ბიზნესისი განვითარებას ქვეყანაში.

ეკონომიკის სამინისტროს ღონისძიებას პრეზიდენტიც დაესწრო და პრეზენტაცია სწორედ მან გახსნა.

„ყოველივე ეს არის ზეპარტიული ინიციატივა. ეს გამოწვევაა მთელი ჩვენი საზოგადოებისთვის. ყველა ჯგუფის, ფენის თუ პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანისთვის და ბუნებრივია, ამ პროექტში აქტიური ჩართულობა მთლიანად ქვეყანას წაადგება,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ამ პროექტით ხელისუფლებ უნდა დაეხმაროს ქართულ პროდუქტს მიაღწიოს მომხმარებლამდე.

ავტორი: თეონა ცხომელიძე.

დღის ამბები