27 თებერვალი 2017,   19:48
ვრცლად
მნიშვნელოვანი
"სიგნალი რომ საქართველოს არ შეუძლია საკუთარი ინტერესების დაცვა," - ექსპერტები "გაზპრომთან" გაფორმებულ ხელშეკრულებას აკრიტიკებენ

გაზპრომ-ესპორტსა და საქართველოს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე კითხვები აქვთ ექსპერტებს.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ გაუგებარია რატომ დათანხმდა საქართველო რუსული ენერგოგიგანტის  პირობებს, მაშინ როდესაც ახალი კონტრაქტი წინა შეთავაზებებთან შედარებით უარესია.

„ეს არის ძალიან ცუდი სიგნალი როგორც რეგიონის ქვეყნებისთვის ასევე ჩვენი პარტნიორებისთვის, რომ საქართველოს არ შეუძლია საკუთარი ინტერესების დაცვა რუსეთთან მიმართებაში, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ის არის უპირატეს მდგომარეობაში.

როდესაც მილსადენი შენი საკუთრებაა, შესაბამისად საქართველო უნდა სთავაზობდეს რუსეთს პირობებს გატარების საფასურთან მიმართებაში და არა პირიქით, არ უნდა თანხმდებოდეს რუსეთის ერთგვარ ულტიმატუმს,“-განაცხადა ექსპერტმა საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში, გიორგი რუხაძემ.

დღის ამბები