31 მარტი 2017,   04:34
ვრცლად
ცენტრ პოინტის საქმე - მოსამართლემ მხარეების შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა

საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, მაია შოშიაშვილმა ცენტრ პოინტის საქმეზე მხარეთა შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა.

გურამ რჩეულიშვილი პროცესზე სიტყვით გამოვიდა და კვლავ მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის რთულ მდგომარეობაზე გაამახვილა ყურადღება.

„ყველანაირად ვცადეთ, რომ პირობა შეგექმნათ 60 წლის ქალისთვის. დაგეტოვებინათ საავადმყოფოში, სადაც მართლა კარგი პირობები არის და არ დაგებრუნებინათ ციხეში, სადაც არსებული პირობები მის ავადმყოფობას და დღევანდელ მდგომარეობას უფრო გაუსაძლისს ხდის,“- განაცხადა გურამ რჩეულიშვილმა სასამართლოში.

ბრალდების მხარის მთავარი მოწმეები უნდა დაკითხონ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ცენტრ პოინტის საქმეზე. მაია რჩეულიშვილის ადვოკატის თქმით, სხდომაზე დასწრების სურვილი ბრალდებულს აქვს, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, არ არის გამორიცხული, მან სასამართლოში მისვლა ვერ შეძლოს. ასეთ შემთხვევაში დაცვა სხდომის გადადებას მოითხოვს.

მაია რჩეულიშვილი ამჟამად ქალთა კოლონიაში იმყოფება. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ის 2 დღის წინ დააბრუნეს, მას შემდეგ რაც ბრალდებულმა სამედიცინო პროცედურების ჩატარებაზე უარი თქვა.

ამავე თემაზე
დღის ამბები