18 იანვარი 2017,   14:02
ვრცლად
შსს-მ პოლიციელის დაჭრის ბრალდებით 3 პირი დააკავა

ცინცაძის ქუჩაზე პოლიციელის დაჭრის ფაქტიდან რამდენიმე საათში შინაგან საქმეთა სამინისტრომ 3 პირი დააკავა.

როგორც რუსთავი 2-ს შსს-ში განუცხადეს, გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს. გამოძიების დეტალების შესახებ პროკურატურას ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.

დაჭრის ფაქტი გვიან ღამით მოხდა, პოლიციელს ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს. დაზარალებული ქვეყნის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დაშავებულ პოლიციელს გადაუდებელი ოპერაცია რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩაუტარდა. 

დღის ამბები