28 მარტი 2017,   19:56
ვრცლად
ნიკა მელიას აზრით, "ბოკერიას ჯგუფი" ისევე იქცევა, როგორც გიორგი ვაშაძე და "გირჩი" მოიქცნენ

ე.წ. ბოკერიას ჯგუფის მიერ ნაციონალური მოძრაობის დატოვებასა და ახალი პარტიის შექმნაზე კითხვები აქვთ პარტიის მოერე ფრთის წარმომადგენლებს. ნიკა მელიას თქმით, გიგა ბოკერიამ იმავე საქციელისთვის ადრე პარტიის სხვა წევრები გააკრიტიკა. მისი შეფასებით, ნაციონლაური მოძრაობა საუკეთესო პლაცდარმი იყო ბიძინა ივანიშვილის არაფორმლურ მმართველობასთან საბრძოლველად. 

„როდესაც ამ გაერთიანებას ტოვებ, ძლიერ გაერთიანებას და თან იძახი ბიძინა ივანიშვილს მინდა ვებრძოლოო  და ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი მინდა ჩამოვშალოო, ბუნებრივია, მე აქ კითხვის ნიშნები მაქვს. მე კითხვა ვუსვამ ბატონ ბოკერიას, რატომ აკრიტიკებდა ჯგუფს, რომელიც გავიდა გირჩებში და რატომ აკრიტიკებდა ჯგუფს, რომელიც შეუერთდა გიორგი ვაშაძეს? პრაქტიკულად, გიგა ბოკერიამ მოღალატეებად შერაცხა ვაშაძის გაერთიანებისა და გირჩის წევრებიც,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

დღის ამბები