28 მარტი 2017,   19:56
ვრცლად
ნიკა მელია დავით კირკიტაძის პროცესის განახლებას "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე მოვლენებს უკავშირებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრის, დავით კირკიტაძის აზრით, დავით კირკიტაძის საქმე „წმინდა წყლის პოლიტიკური საქმეა.“ იგი ხელისუფლების ქმედებებზე საუბრობს, მისი თქმით, "მთავრობამ ხალხი გააღარიბა და ახლა ჯიბის პროკურატურით საზოგადოების დაშინებას ცდილობს."

პროკურატურა დავით კირკიტაძეს, მისი გუბერნატორობის დროს, სახელმწიფოს კუთვნილი ტექნიკის არასახელმწიფოებრივად გამოყენებას ედავება. მას ბრალი დაუსწრებლად ორი წლის წინ წაუყენეს.

ნიკა მელია კირკიტაძის საქმის განხილვის სწორედ ახლა ჩანიშვნას ნაციონალურ მოძრაობაში გაჩენილ უთანხმოებასაც უკავშირებს.

 „თვეებია არ ჩანიშნულა მისი პროცესი და დღეს, როდესაც კულმინაციას და პიკს აღწევს ნაციონალურ მოძრაობაში ერთი ჯგუფის გასვლის ამბავი, მაშინ ჩვენ ვიგებთ, რომ სასამართლო პროცესი ჩაინიშნა. ბუნებრივია, ეს ყველაფერი შემთხვევით არ ხდება, მე ამაში უკვე ღრმად ვარ დარწმუნებული. მაშინ, როდესაც ივანიშვილი ანადგურებს ყველა დემოკრატიულ ინსტიტუტს, მედიას, აკონტროლებს სასამართლოს,  დიდი კითხვის ნიშნები ჩნდება ამ სასამართლო პროცესთანაც დაკავშირებით,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მოწმე დაკითხეს. დავით კირკიტაძე ბრალდებას არ აღიარებს. მომდვენო პროცესი რამდენიმე კვირის შემდეგ გაიმართება.

ამავე თემაზე
დღის ამბები