31 მარტი 2017,   04:30
ვრცლად
შაჰინის სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა - მოსწავლეებმა აჭარის მთავრობის სახლთან ქუჩა გადაკეტეს

რამდენიმე წუთის განმავლობაში აჭარის მთავრობის სახლის წინ გადაკეტილი იყო საავტომობლო გზა. ის შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მოსწავლეებმა გადაკეტეს.

ბათუმის შაჰინის სახელობის სკოლა ლიცეუმს დღეს სასწავლო პროცესი შეუწყდა. სკოლის ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება პარასკევს გახდა ცნობილი. ამ წუთებში შაჰინის სახელობის სკოლის მოსწავლეები, მშობლები და პედაგოგები აჭარის მთავრობის შენობის წინ არიან შეკრებლი.

ისინი ადგილობრივ მთავრობას თხოვენ, რომ რამდენიმე თვით ადრე სასწავლო წლის დასრულებამდე არ მოხდეს სკოლის დახურვა და გაგრძელდეს საწავლო პროცესი.

დღის ამბები