24 თებერვალი 2017,   07:43
ვრცლად
საქართველოს ეკლესიის საკუთრებაში არსებული ტერიტორია ვატიკანის ფართობს 36-ჯერ აღემატება - EMC

არასამთავრობო ორგანიზაცია EMC საპატრიარქოს დაფინანსების საკითხს წლების განმავლობაში სწავლობდა. ორგანიზაციის კვლევიდან გამომდინარე, კონკორდატის გაფორმების დღიდან, საპატრიარქოს 250 მილიონი ლარი აქვს მიღებული და ამ თანხაში პრეზიდენტისა და პარლამენტის სარეზერვო ფონდებიდან გამოყოფილი ფული არ არის გათვალისწინებული.

არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ეკლესიისთვის ამ თანხისა და ტერიტორიის გადაცემა სცდება იმ ჩარჩოებს, რომელიც განსაზღვრულია ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის კონსტიტუციით გაფორმებული შეთანხმებით.

ორგანიზაციის გამოთვლებით, დღეს მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება 36-ჯერ მეტია, ვიდრე, მაგალითად ვატიკანის ტერიტორია. 

ავტორი: ელისო ჯარიაშვილი.

დღის ამბები