31 მარტი 2017,   04:30
ვრცლად
საკრებულოში ყოველ მეორე სხდომაზე ერთ-ერთი საკითხი ყოველთვის არის მიწის უსასყიდლოდ გადაცემა ეკლესიისთვის - ხათუნა სამნიძე

საქართველოს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ ყველა ხელისუფლების პირობებში ეკლესიას პირდაპირი დაფინანსება აქვს ყოველგვარი მიზნობრიობის გარეშე, რაც გაუმჭვირვალე სიტუაციას ქმნის.

ამის შესახებ მან გადაცემა არჩევანში ისაუბრა. 

„მე ვარ თბილისის საკრებულოს წევრი და ყოველ მეორე სხდომაზე ერთ-ერთი საკითხი ყოველთვის არის მიწის უსასყიდლოდ გადაცემა მართლმადიდებლური ეკლესიისთვის,“ - აცხადებს ხათუნა სამნიძე.

ის ამბობს, რომ მსგავსი საკითხები საკრებულოს სხდომაზე არ იხილება და თითოეული პრეტენზია აღიქმება, როგორც „მკრეხელობა“ და „ურჯულოება“.

რესპუბლიკური პარტია ეკლესიისა და სახელმწიფოს ერთმანეთისგან გამიჯვნის მომხრეა, რის გამოც, ხათუნა სამნიძის განმარტებით, პარტია არა ერთხელ გამხდარა ცილისწამების ობიექტი.

„გამოხეთქა ამ პრობლემამ და ძალიან ღრმა კრიზისმა ეკლესიიდან, ეს კრიზისი ხომ ჩვენმა საუბარმა არ გამოიწვია, ამან თავად ეკლესიიდან გამოხეთქა და ბუნებრივია, ეს მივიდა ამ კონდიციამდე იმის გამო, რომ ძალაუფლებისთვის ბრძოლა მიდის ეკლესიაში, სადაც ძალიან სერიოზული ბიზნესინტერესბია, სამწუხაროდ. შერწყმულია საერო და სასულიერო პირების ინტერესები და ეს ჩანს სტატისტიკაში,“ - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

დღის ამბები