31 მარტი 2017,   04:30
ვრცლად
ინტერპოლის საქართველოს ბიუროს წარმომადგენელზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს

ქალაქის ცენტრში ინტერპოლის თანამშრომელზე შეიარაღებული თავდასხმა განხორცილდა. ავტომობილს, სადაც ინტერპოლის საქართველოს ბიუროს წარმომადგენელი იმყოფებოდა, ცეცხლი რამდენიმე პირმა გაუხსნა.

ერთ-ერთი თავდამსხმელი საპასუხო ცეცხლის დროს დაიჭრა. ის ამჟამად კლინიკაში იმყოფება და მისი მდგომარეობა მძიმეა.

მომხდარი თავდასხმის მიმდებარე ტერიტორიაზე სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლების თქმით, სამართალდამცავებმა ვიდეო ჩანაწერები ამოიღეს. ადგილობრივების თქმით, კადრებში ინტერპოლის საქართველოს ბიუროს წარმომადგენელია დაფიქსირებული. 

პარალელურად საგამოძიებო მოქმედებები კვლავაც მიმდინარეობს, ხოლო თბილისის პროკურატურაში მოწმეების დაკითხვა გრძელდება.

მომხდარზე გამოძიება ინტერპოლის თანამშრომლის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის მუხლით მიმდინარეობს.

ავტორი: მარიამ გაფრინდაშვილი.

დღის ამბები