27 მარტი 2017,   08:44
ვრცლად
დაანებეთ "რუსთავი 2"-ს თავი, მიეცით მათ მუშაობის საშუალება - გიგი უგულავა ხელისუფლებას მიმართავს

მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს გენერალური მდივანი პროკურატურის ქმედებებს აკრიტიკებს. რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის გამოკითხვაზე დაბარებას კი გიგი უგულავა ხელისუფლების მხრიდან კვირას დაანონსებული აქციის მიმართ კონტრზომების მიღებას უკავშირებს.

„ეს უკავშირდება აქციას. ამ ხელისუფლებას ახასიათებს ყველა დიდი დაანონსებული აქციის წინ კონტრზომების მიღება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ნიკა გვარამიას დაკითხვა ხელოვნურად იმ საქმის წინ წამოწევაა, რომელიც ახლა დაკითხვის წარმოება უკავშირდება კონტრზომებს, რომ საზოგადოებამ რაღაც სახელისუფლებო ნარატივი გაიგოს, თუ რა ცუდია რუსთავი 2, თუ რა ცუდია ნიკა გვარამია,“ - განაცხადა გიგი უგულავამ.

ევროპული საქართველოს წევრი გიგი უგულავა ხელისუფლებას მოუწოდებს რუსთავი 2-ს მუშაობის საშუალება მისცენ, საზოგადოებას კი კვირას 14:30 საათზე აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს.

„დაანებეთ რუსთავი 2-ს თავი, მიეცით მათ მუშაობის საშუალება. იმიტომ, რომ საქართველოს საზოგადოება არ შეეგუება იმას, რომ ყველა ერთიანად, ერთი რაღაც ფრენჩის ქვეშ, ერთ ჭურვში ვიყოთ,“ - განაცხადა გიგი უგულავამ. 

დღის ამბები