27 მარტი 2017,   08:50
ვრცლად
"მოსამართლეებზე ფსიქოლოგიური ზეწოლა არ ხდება ნიკა გვარამიას მხრიდან?" - ძვიად ძიძიგური

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამაის დაკითხვის საქმეზე საუბრობს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია ქართული ოცნება - კონსერვატორების წევრი ზვიად ძიძიგური. მისი თქმით, ტყუილად ცდილობს რუსთავი 2, რომ მხარედ გამოიყვანოს ხელისუფლება ამ სასამართლო პროცესში.

“დაანებეთ ყველამ სასამართლოს თავი. სასამართლოზე და მოსამართლეებზე ფსიქოლოგიური ზეწოლა არ ხდება ნიკა გვარამიას მხრიდან? რუსთავი 2-ის საშუალებით? მუდმივად, ვინც არ მოსწონს, იმ მოსამართლეებზე მიდის ლანძღვა-გინება. დაველოდები სასამართლოს და მის შედეგს. ტყუილად ცდილობს რუსთავი 2, რომ მხარედ გამოიყვანოს ამ სასამართლო პროცესში, ხელისუფლება. არ ვართ ჩვენ მხარე,“ - აღნიშნა ძიძგურმა.    

დღის ამბები