24 თებერვალი 2017,   07:41
ვრცლად
"ოლიგარქის ბუნებაა, რომ ყველაფერს და ყველას მართავდეს" - ნიკა მელია საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენებზე

ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრი ნიკა მელიამ კურიერის პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ ხელისუფლებას აქვს იმის პრეტენზია, რომ მაქსიმალური გავლენისა და კონტროლის ქვეშ მოაქციოს ქართული ეკლესია.

„ვატყობთ ნირწამხდარია მთელი ქართული ოცნება და რეალურად საპასუხოც კი არ აქვთ და მიედ-მოედებიან უარგუმენტოდ ყველაფერს. ოლიგარქის ბუნებაა, რომ ყველაფერს და ყველას მართავდეს და განსაკუთრებით ყველაზე ავტორიტეტულ ინსტიტუტებს. ყველაზე მეტად ავტორიტეტული, პირდაპირ უნდა ითქვას, რომ არის ეკლესია,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

ნაციონალური მოძრაობის წევრის თქმით, საპატრიარქო ტახტისთვის ბრძოლაში ხელისუფლება ჩაერთო.

„გავიმეორებ, რომ დიახაც, ოლიგარქ ივანიშვილს, თავისი მილიონებით და მილიარდებით აქვს დაუოკებელი ამბიცია, რომ ყველაზე გავლენიან ინსტიტუტს მართავდეს ამ ქვეყანაში და ასეთი ინსტიტუტი არის ეკლესია,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

 

დღის ამბები