27 მარტი 2017,   08:44
ვრცლად
"შეიძლება ადგილი ჰქონდეს გარკვეულ კორუფციულ გარიგებებს,“ - პაატა სალია

ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია რუსთავი 2-ის საქმის განმხილველი მოსამართლეების გარკვეულ დამოკიდებულებებზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ მოსამართლეებზე გარკვეული ფსიქოლოგიური ზეწოლა, შესაძლოა, ხდებოდეს.

„მიჩნდება ეჭვი, რომ ეს ზეწოლა ძლიერდება და არ არის გამოყენებული მხოლოდ და მხოლოდ ის მეთოდები, რაც ჩანს საჯარო სივრცეში ანუ საუბარია რაღაც აქციებზე, საუბარია სიუჟეტებზე, რომელიც გადის რუსთავი 2-ის ეთერით, არამედ საუბარია, რომ შეიძლება ადგილი ჰქონდეს გარკვეულ კორუფციულ გარიგებებს. არც ამას გამოვრიცხავ,“ - აცხადებს პაატა სალია.

ქიბარ ხალვაშის ადვოკატი რუსთავი 2 -ის მხრიდან უზენაესი სასამართლოს პალატის მოსამართლეების მიმართ, სავარაუდო, ზეწოლაზეც საუბრობს. 

დღის ამბები