24 თებერვალი 2017,   07:41
ვრცლად
საყოველთაო ჯანდაცვა გამოეცლებათ, რჩებიან დაშენებული პროდუქტის ამარა - დევი ხეჩინაშვილი დაზღვევის პროგრამაზე

საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარის დევი ხეჩინაშვილის თქმით, ახალი დადგენილების გამო, როცა საყოველთაო და კერძო დაზღვევის გამიჯვნა ხდება, ბევრი ადამიანი დაიჩაგრება.

რუსთავი 2-ის ეთერში მან აღნიშნა, რომ ადამიანები დარჩებიან ან მხოლოდ კერძო დაზღვევის ანაბარა ან საყოველთაო დაზღვევით ისარგებლებენ, მაგრამ კიდევ რჩება ერთი ჯგუფი, რომლებმაც ინდივიდუალური დაზღვევით ისარგებლებს.

„საყოველთაო ჯანდაცვა გამოეცლებათ, რჩებიან დაშენებული პროდუქტის ამარა. როგორც წესი, არის ამბულატორია, წამალი, კბილი და ა.შ. და თანაგადახდა. სინამდვილეში, აღმოჩნდებიან მნიშვნელოვანი და ძალიან ძვირი სერვისების გარეშე, როგორიცაა ჰოსპოტალი, ონკოლოგია და ა.შ.“ - განაცხადა დევი ხეჩინაშვილმა.

სადაზღვევო ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარეს მთავრობის მიერ დადგენილების დაჩქარებული ტემპით მიღების პროცესის უკვირს.

„ამ დადგენილების მიღება-გამოქვეყნება მოხდა იმის ფონზე, რომ მთავრობის, კერძო სექტორის მონაწილეობით არის შექმნილი პლატფორმა, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც დაიბარა, რომ 2-3 თვეში უნდა დაიდოს საყოველთაო ჯანდაცვის განვითარების გეგმა. აი ეს არის ყველაზე გასაოცარი ამ ყველაფერში,“ - განაცხადა დევი ხეჩინაშვილმა. 

დღის ამბები