27 მარტი 2017,   08:46
ვრცლად
არ მოსწონთ, რომ ჩერდება თვეში მილიონი ლარის კარგვის მრიცხველი - დავით სერგეენკო სადაზღვევო კომპანიებზე

სადაზღვევო კომპანიები საქართველოს მთავრობის იმ დადგენილების შეჩერებას ითხოვენ, რომლის მიხედვითაც კერძო დაზღვევის ბენეფიციარების გამიჯვნა მოხდება საყოველთაო ჯანდაცვისგან. სადაზღვევო კომპანიები აცხადებენ, რომ ცვლილებების შემდეგ, მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც ე.წ დაშენებული სადაზღვევო პაკეტით სარგებლობს, გარკვეული სამედიცინო სერვისების გარეშე დარჩება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო კურიერის პირდაპირ ეთერში საუბრობს. მისი თქმით, მათ ამ გადაწყვეტილებით არ მოსწონთ ის, რომ ჩერდება თვეში მილიონი ლარის კარგვის მრიცხველი. 

“ცალსახად მინდა განვაცხადო, ნებისმიერი განცხადება, იქნება ეს სადაზღვევო ასოციაციისგან თუ რომელიმე სხვა ინსტიტუციისგანა, რომ სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები ანადგურებს და აკნინებს პაციენტების ან სადაზღვევო ინდუსტრიის ინტერესებს, ეს არის უადგილო. არ მოსწონთ ერთადერთი რამ და რეალური მიზეზი, ეს არ არის მთლიანი სადაზღვევო ინდუსტრიის პოზიცია, ეს არის რამდენიმე ადამიანის პოზიცია, არ მოსწონთ ის, რომ ამ გადაწყვეტილებით ჩერდება მრიცხველი თვეში მილიონი ლარის კარგვის. რაც შეეხება კონსულტაციებს ჩვენ ეს 2015 წლის შემოდგომიდან გვაქვს დაწყებული. ჩვენ გვაქს სამი სამუშაო ვარიანტი გამზადებული, რომელიც იქნება, პაციენტის ინტერესების საჭიროებაზე დაფუძნებული და ყველა პარტნიორის ინტერესზე, მაგრამ ეს მოხდება მხოლოდ მაშინ, როცა მოგვეცემა საშუალება, რომ გავაანალიზოთ ბაზები,“ - განაცხადა დავით სერგეენკომ.

დღის ამბები