27 მარტი 2017,   08:46
ვრცლად
მამუკა ახვლედიანი დაკითხვაზე სასამართლოში ხვალ დაიბარეს

საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი დაკითხვაზე საქალაქო სასამართლოში ხვალ, 13:00 საათზე დაიბარეს.

ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ კურიერს დაუდასტურა.  

„თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა შსს-ს შუამდგომლობა საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის მოსამართლის წინაშე მოწმის სახით დაკითხვასთან დაკავშირებით. ახვლედიანი სასამართლოში ხვალ 13:00 საათზე დაიკითხება,“ - განაცხადა შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა თეა პერტაიამ. 

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი სასამართლოში კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის, მისი და მამუკა ახვლედიანის პირადი საუბრის ამსახველი ვიდეოჩანაწერის უკანონოდ მოპოვებისა და გავრცელების ფაქტზე დღეს დაიკითხა.

როგორც ცნობილია ნიკა გვარამიას დაკითხვა სასამართლოში, მისი მოთხოვნის საფუძველზე მოხდა, რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა, რომელიც, შს სამინსიტროს კრიმინალურ პოლიციაში იყო დაკითხვაზე დაბარებული, უარი განაცხადა ჩვენება შსს-თვის მიეცა და სასამართლოში დაკითხვა მოითხოვა. იგივე მოთხოვნა ქონდა მამუკა ახვლედიანს, რომელიც ასეცე შსს-ში იყო დაბარებული. 

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის 4 ოქტომბერს www.youtube.com-ზე გამოქვეყნდა ნიკა გვარამიასა და მამუკა ახველდიანს შორის პირადი საუბრის ამსახველი ჩანაწერი. ამავე დღეს გამართულ ბრიფინგზე რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარესთან საუბარი ფარულად მან ჩაიწერა, ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული ვერსია კი, ამ საუბრის ჩანაწერის დამონტაჟებული ვერსიაა.  

დღის ამბები