24 თებერვალი 2017,   07:42
ვრცლად
მოსმენების კანონი - გაიზიარებს თუ არა ხელისუფლება ალტერნატიულ წინადადებებს, უცნობია

ევროპული საქართველო მოსმენების კანონზე ინიციატივას პარლამენტში სულ მალე დაარეგისტრირებს. საპარლამენტო უმცირესობამ საკუთარი ვერსია დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებს გააცნო.

ევროპული საქართველოს წინადადების მიხედვით, ფარული მოსმენების უფლების მქონე სააგენტო ანგარიშვალდებული არა რომელიმე საგამოძიებო ორგანოს, არამედ პარლამენტისა და პრემიერის წინაშე იქნება. კამპანია ეს შენ გეხებას მონაწილეები, რომლებსაც ამ თემაზე საკუთარი წინადადებები აქვთ მომზადებული, ოპოზიციის კომპრომისულ ვარიანტსაც მისაღებად თვლიან.

არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის კატეგორიულად მიუღებელია მმართველი გუნდის მიერ მომზადებული პროექტი, რომლის თანახმად მოსმენებს სუსი-ს დაქვემდებარებაში მყოფი ორგანო განახორციელებს.

მოსმენების შესახებ მმართველი გუნდის მიერ მომზადებული კანონპროექტის განხილვა პარლამენტში მომავალ კვირას არის დაგეგმილი. გაიზიარებს თუ არა ხელისუფლება ალტერნატიულ წინადადებებს, ჯერჯერობით უცნობია.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მარტის ბოლომდე უნდა შეიქმნას დამოუკიდებელი ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, რომელიც ფარულ მოსმენას განახორციელებს.

იმ შემთხვევაში, თუ უმრავლესობა უარს იტყვის დამოუკიდებელი სტრუქტურის შექმნაზე, არასამთავრობო სექტორი ჯერ საკონსტიტუციო, შემდეგ კი სტრასბურგის სასამართლოს მიმართვას.

ავტორი: ნათია გოგსაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები