24 თებერვალი 2017,   07:42
ვრცლად
"გაზპრომთან" გაფორმებულ ხელშეკრულებაზე კითხვები ისევ უპასუხოა - უმრავლესობამ "ენმ"-ის რეზოლუციის პროექტი ჩააგდო

უმრავლესობამ ნაციონალური მოძრაობის რეზოლუციის პროექტი გაზპრომის შესახებ, პირველივე კომიტეტის სხდომაზე ჩააგდო. ოპოზიცია რუსულ ენერგოგიგანტთან დაკავშირებით სპეციალური დოკუმენტის მიღებას ითხოვდა, სადაც რუსულ კომპანიასთან შეთანხმება საქართველოს ენერგოსისტემისთვის საფრთხის შემქმნელად იყო შეფასებული.

რეზოლუციის ერთ-ერთი მოთხოვნა მოლაპარაკებების შინაარსის გასაჯაროებაც იყო. რა ეკონომიკური ზიანი მიადგა საქართველოს კახი კალაძის მიერ გაზპრომთან დადებული ხელშკრულებით, დღეს რომან გოცირიძემ სპეციალური პრეზენტაციით წარადგინა.

პრეზენტაციის შემდეგ ოპოზიციის და მმართველი გუნდის წარმომადგენლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ქართულმა ოცნებამ ნაციონალური მოძრაობა მათი ხელისუფლებაში ყოფნისას არასწორი ენერგოპოლიტიკის გატარებაში დაადანაშაულა.

ნაციონალური მოძრაობის რეზოლუციას მხარს უჭერდა ევროპული საქართველო. უმცირესობამ დღეს კიდევ ერთხელ მოითხოვა პარლამენტში ენერგეტიკის მინისტრის დაბარება და გაზპრომთან დაკავშირებული შეთანხმების შესახებ პასუხების მიღება. სახელისუფლებო გუნდი ვიცე პრემიერის დაბარების აუცილებლობას ვერ ხედავს.

ნაციონალური მოძრაობის მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტის ჩაგდების შემდეგ, დოკუმენტი პლენარულ სხდომაზე აღარ გავა.

ავტორი: თეონა ცხომელიძე. 

დღის ამბები