27 მარტი 2017,   08:47
ვრცლად
"გვინდა დარწმუნებული ვიყოთ, რომ "რუსთავი 2" დარჩება ისეთი, როგორც არის" - იან კელი

რუსთვი 2-ის გარშემო განვითრებულ მოვლენებზე კომენტარი გააკეთა საქართველოში შეერთებული შტატების ელჩმა. იან კელის თქმით, ტელევიზიამ უნდა შეინარჩუნოს არსებული სახე, რადგან ის მნიშვნელოვანია ქვეყანაში პლურალიზმის არსებობის თვალსაზრისით.

ელჩის განცხადებით, რუსთავი 2-ის საქმეს ყურადღებით ადევნებს თვალს.

"ამ საქმეს ყურადღებით ვაკვირდებით. ჩვენი ხედვა კარგად არის ცნობილი რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით. გვინდა დავრწმუნებული ვიყოთ, რომ რუსთავი 2 დარჩება ისეთი, როგორც არის. ის მნიშვნელოვანი ხმაა ოპოზიციისთვის. იმედი გვაქვს, რუსთავი 2 ეთერში დარჩება, არაფერი შეიცვლება და ის იქნება მნიშვნელოვან ხმად პლურალიზმისთვის საქართველოში," - აცხადებს იან კელი. 

დღის ამბები