31 მარტი 2017,   04:29
ვრცლად
თუშეთიდან თელავში ვერტმფრენით დაშავებული მამაკაცი გადაყავთ

თუშეთიდან თელავში ვერტმფრენით 66 წლის მამაკაცი გადაყავთ. ომალოში მცხოვრებ გელა სისაურს სხეულის დაჟეჟილობა და ჭრილობები აღენიშნება, რის გამოც გადაუდებელ ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს.

დაშავებულს მკურნალობა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ჩაუტარდება - ამის შესახებ ინფორმაციას ექიმი, ირაკლი ხვედაგურიძე ადასტურებს. მისი ინფორმაციით, მამაკაცი რამდენიმე დღის წინ წაიქცა და ორივე ფეხზე ტრამვა მიიღო. 

ექიმის განცხადებით, სისაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე მძიმეა. დაშავებულის მთიდან ბარში ტრანსპორტირება უამინდობის გამო გაჭიანურდა. სამედიცინო ჩარევა ესაჭიროება თუშეთში მცხოვრებ 41 წლის კარლო ქუჯაიძესაც, რომელსაც ხელისა და ფეხის თითები მოეყინა.

დღის ამბები