31 მარტი 2017,   04:30
ვრცლად
დონალდ ტრამპმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებთან იკამათა

დონალდ ტრამპი მედიას კვლავ უპირისპირდება. შეერთებული შტატების პრეზიდენტი თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს ერთი საათის განმავლობაში ეკამათა.

პრეზიდენტი განსაკუთრებით გააღიზიანა ცნობებმა, რომელიც რუსეთთან მისი კამპანიის წარმომადგენლების კავშირს შეეხებოდა. დონალდ ტრამპის განცხადებით, არასდროს ყოფილა მედია ისეთი არაკეთილსინდისიერი, როგორიც დღესაა.

პრეზიდენტმა ჟურნალისტები იმაშიც დაადანაშაულა, რომ მას სწორედ ისინი უშლიან ხელს რუსეთთან ურთიერთობის გამოსწორებაში.

დღის ამბები