31 მარტი 2017,   04:29
ვრცლად
სამართალდამცველებმა ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავეს

სამართალდამცველებმა ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, 1961 წელს დაბადებული, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი კანონიერი ქურდობის ბრალდებით, სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დააკავეს. 

შსს-ს ინფორმაციითვე, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული 1981 წლიდან ე.წ. ქურდულ სამყაროში აღიარებულია კანონიერ ქურდად. სამართალდამცველებმა ის იმ დროს დააკავეს, როდესაც სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში შემოდიოდა.

გამოძიება კანონიერი ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს.

დღის ამბები