27 მარტი 2017,   08:43
ვრცლად
ჩემი პროგნოზი გამართლდა, დიდ სკანდალში და შარში გაეხვა ეკლესია და ხელისუფლება - მეუფე პეტრე

ჭყონდიდის მიტროპოლიტი ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზს სრულ მხარდაჭერას უცხადებს. მამა გიორგი მამალაძის უდანაშაულობის შესახებ მეუფე პეტრემ ბრალდებულ სასულიერო შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მიტროპოლიტი ე.წ. მატროსოვის ციხეში იმყოფებოდა. 

როგორც დეკანოზ გიორგი მამალაძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ მეუფე პეტრემ განაცხადა, ის დეკანოზის უდანაშაულობაში დარწმუნებულია. 

მეუფე პეტრე ამბობს, რომ მამა გიორგი მამალაძის გათავისუფლება პატრიარქის საქართველოში ჩამოსვლისთანავე უნდა მოხდეს.  

"მადლობა ღმერთს, ჩემი პროგნოზი და ეჭვები შეიძლება ითქვას თუ ეჭვები თითქმის გამართლდა, 100%-ით. ძალიან დიდ სკანდალში და შარში გაეხვა ეკლესია და ხელისუფლება, ერთად ორივე. ყველაფერი უნდა გაკეთდეს და მამა გიორგი მიმაჩნია ძალიან მალე უნდა გამოვიდეს, პატრიარქის ჩამობრძანებისთანავე დატოვოს საპყრობილე. მე პირადად მზად ვარ ჩემი სიცოცხლის ბოლო წუთამდე ეს ადამიანი იქნეს დაცული.

"როდესაც ჯგუფი პატრიარქის თანმხლები პირებისა და წმინდა სინოდის წევრებისა ჩამოვა და ჩვენ შევიკრიბებით, ხელისუფლებასთან ერთად უნდა დავსხდეთ და მოვიფიქროთ თუ როგორ შეიძლება განცხადება მერე გაკეთდეს. 

"მე ვამბობ, რომ მამა გიორგი არის აბსოლუტურად უდანაშაულო და ეს არის, როგორც არჩევანში ჩართვისას განვაცხადე, კაკებეჩნიკური, მზაკვრული დახვეწილი ინტრიგა, რომელშიც ყველა გაეხვა შარზე. ჩემი ეჭვია, რომ ნაწილობრივ ეს ასევე იყო მიმართული ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ მეუფე დიმიტრის წინააღმდე.

"მეუფე იაკობზე ვთქვი, რომ პატრიოტი ადამიანია, მაგრამ ის არის ასევე შემადგენელი ნაწილი ამ ინტრიგისა უნებლიეთ. დღემდე იბრძვის ის ძალები, რომლებმაც მსგავსი მმართველობა დაამკვიდრა ქვეყანაში და ეკლესიაში სამწუხაროდ, ამ ქალის მმართველობა, დღემდე ათწლეულების მანძილზე ეს არის ტრაგედია და ნამდვილად ამ საუკუნის პრობლემას არსებულს ჩვენ ქართველი ერი ერთად ქრისტეს მოსიყვარულე, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და ეროვნული სულისკვეთების ადამიანები აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე," - განაცხადა მეუფე პეტრემ. 

მეუფე პეტრე ამბობს, რომ  საქართველოს პატრიარქის მდივან-რეფერანტი წარმოადგენს საქართველოს მტრების პოზიციას საპატრიარქოში. 

„შორენა წარმოადგენს საქართველოს ეკლესიის და საქართველოს სახელმწიფოებრიობის მტრების პოზიციას. ამას მე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ,“ - აცხადებს მეუფე პეტრე.

 

დღის ამბები