24 თებერვალი 2017,   07:42
ვრცლად
პრეზიდენტის უფლებამოსილებები - საკონსტიტუციო კომისიაში ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები კეთდება

ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები საკონსტიტუციო კომისიაში - პრეზიდენტის უფლებამოსილებების მნიშვნელოვანი შეზღუდვის ინიციატივაზე ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, თენგიზ შარმანაშვილი ცვლილებების ავტორობას უარყოფს, რომელიც საკონსტიტუციო კომისიის სხდომას, როგორც ექსპერტი ისე ესწრება.

„შეწყალება და ვეტო გამოირიცხება, ამაზე ლაპარაკიც არ არის, მოქალაქეობაზე მე თანახმა ვარ, რომ მთავრობის თანხმობა იყოს საჭირო... შეწყალებას და ვეტოს საერთოდ არავინ არ განიხილავს, არ განიხილება და არც არასდროს განხილულა, თუ მსჯელობის დროს ასეთი შთაბეჭდილება დარჩეს, ეს წარმოუდგენელია,“ - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები კი თენგიზ შარმანაშვილის პოლიტიკურ სპეკულაციებში ადანაშაულებენ.

 

ავტორი: ნატა მახვილაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები