24 თებერვალი 2017,   07:41
ვრცლად
შესაძლებელია მისი, კვალიფიკაცია არ იძლეოდეს საქმის საგამოძიებო დეტალებში ჩახედვის საშუალებას - ნარჩემაშვილი კვირიკაშვილის განცხადებაზე

მამა გიორგი მამალაძის დაკავებასთან დაკავშირებით, პროკურატურისა და საქართველოს პრემიერმინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, რომლის მიხედვითაც „ეკლესიის წინააღმდეგ ვერაგული თავდასხმის“ თავიდან აცილება მოხერხდა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები კიდევ ერთხელ ეხმაურებიან.

მმართველი გუნდის წარმომადგენელი კობა ნარჩემაშვილი პრემიერის ნათქვამს, სამართლებრივ საკითხებში მისი დაბალი კვალიფიკაციით ხსნის.

"პრემიერის განცხადება ნიშნავს იმას, რომ სავარაუდოდ პრემიერმინისტრს სამართლის  საკითხებში არ აქვს მაღალი კვალიფიკაცია და ეს იყო მისი მხრიდან პოლიტიკური განცხადება. პრემიერმინისტრი არ არის საგამოძიებო ორგანოს ხელმძღვანელი, ის არის პოლიტიკური ფიგურა, აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი და არ არის ვალდებული, რომ გათვიცნობიერებული იყოს საგამოძიებო ნიუანსებში. შესაძლებელია, მისი კვალიფიკაცია, როგორც პოლიტიკოსისა, არ იძლეოდეს საშუალებას იმისა, რომ მაინცდამაინც აუცილებლად ჩაიხედოს საქმის საგამოძიებო დეტალებში," - აცხადებს ნარჩემაშვილი. 

განმარტებას აკეთებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეც. დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ სასულიერო პირი საზღვრის გადაკვეთას მომწამლავი ნივთიერებით ცდილობდა.

„როდესაც კონკრეტული სასულიერო პირი კვეთს საზღვარს და ეს გარკვეული მომწამვლელი ნივთიერებით და სამართალდამცავთა მხრიდან ხდება ამის აღკვეთა, რაღაც გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენს. მიმდინარეობს გამოძიება, შესაბამისად დაიდება შედეგი," - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

დღის ამბები