30 მარტი 2017,   02:55
ვრცლად
პრეზიდენტის უფლებამოსილებები - ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები მმართველ გუნდში

ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები მმართველ გუნდში - საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილის აზრით, საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე პრეზიდენტის უფლებამოსილებების, შეწყალებისა და ვეტოს, შეზღუდვაზე საუბარი არ ყოფილა.

„შეწყალების საკითხთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა, ერთსულოვანი გადაწყვეტილებაა შეწყალების კომისიის იმ სამუშაო ჯგუფის, რომელიც ამაზე მსჯელობდა, რომ შეწყალების საკითხი არის პრეზიდენტის ერთპიროვნული უფლებამოსილება,“- განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ზვიად ძიძიგურის განცხადებით კი, ვერსიებზე იყო საუბარი.

საპარლამენტო უმცირესობაში მიაჩნიათ, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვას მიზანმიმართულად ცდილობს.

ნაციონალურ მოძრაობაში მიაჩნიათ, რომ ბიძინა ივანიშვილს და ხელისუფლებას პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინება სურს.

 

ავტორი: ნატა მახვილაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები