27 მარტი 2017,   08:43
ვრცლად
საწამლავიანი კაცი მიდიოდა კლინიკაში, სადაც პატრიარქი იყო, იგეგმებოდა სერიოზული დანაშაული - ზვიად ძიძიგური

უმრავლესობის წევრი ზვიად ძიძიგური დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებას ეხმაურება. ძიძიგურმა დღეს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ დეკანოზი იმ კლინიკაში, სადაც საქართველოს პატრიარქი იმყოფებოდა საწამლავით მიდიოდა.

„საწამლავიანი კაცი მიდიოდა იმ კლინიკაში, სადაც პატრიარქი იყო და იგეგმებოდა რაღაცა სერიოზული დანაშაული. ამაზე არის ლაპარაკი და ეს როგორ იყო და კონკრეტულად რა ავიცილეთ თავიდან და როგორ, ამას როცა დამთავრდება გამოძიება ყველა შევიტყობთ.

"სახელმწიფოს და ეკლესიის საწინააღმდეგოდ მზადდებოდა ეს დანაშაული, ასე ბრძანა ამის შესახებ პრემიერმა, ასეთი იყო განცხადება და დაველოდოთ გამოძიებას,“-აცხადებს ძიძიგური.

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე კი ამბობს, რომ საქმე საქმე ეხებოდა პატრიარქის ახლო გარემოცვაში მყოფი ადამიანის  მკვლელობის მცდელობას.

საკითხზე საუბრისას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ მამა გიორგი მამალაძის დაკავებასთან დაკავშირებით თავდაპირველად გაკეთებულ განცხადებას, ადასტურებს.

„მე რა განცხადებაც გავაკეთე და ჩემი განცხადება საჯაროდ დევს, იგივე  შემიძლია გავიმეორო დღესაც. პროკურატურას აქვს თავისი დღის წესრიგი და პროკურატურას აქვს თავისი ინტერესი, რომ გამოძიებას არ შეეშალოს ხელი, ამიტომ  ის თუ დღეს ვერ ასაჯაროებს ბევრ გარემოებას, ეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, ჩემი მოსაზრებით, რომ გამოძიებას ხელი არ შეეშალოს,“-განაცხადა ეკა ბესელიამ.

დღის ამბები