30 მარტი 2017,   02:54
ვრცლად
ე.წ. ციანიდის საქმე - ოპოზიცია მთავარი პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს 

ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით საპარლამენტო ოპოზიცია მთავარი პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს. ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის სერგი კაპანაძის განცხადებით, ხელისუფლებამ და მთავარმა პროკურატურამ საზოგადოება შეცდომაში შეგნებულად შეიყვანა.

„პირველ დღეს იძახდნენ, რომ პატრიარქი გადაარჩინეს სიკვდილს და შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ არის. თვითონაც არ აქვთ ამ კითხვაზე პასუხი. ფაქტია, რომ ამაზე ვიღაცამ უნდა აგოს პასუხი. ეს შეიძლება იყოს მთავარი პროკურორი, მთავრობა, პრემიერმინისტრი, მგრამ ასე ამ საკითხის დატოვება არ შეიძლება,“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ნაციონალურ მოძრაობაში კი ამბობენ, რომ მომხდარი ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება. პარტიის ლიდერების განცხადებით, ექსპრემიერს სურს ჩაერიოს ეკლესიის საქმეებში და აკონტროლოს ის.

„ივანიშვილის სურვილია აკონტროლოს ყველა და ყველაფერი ჩვენს ქვეყანაში და ახლა მისი სურვილი იყო გაეკონტროლებინა ეკლესია, ჩარეულიყო მის საქმიანობაში და ეს ციანიდის საქმე, ეს აბსურდი და არანორმალური სიტუაცია, რაშიც პროკურორმა, პრემიერმა და სხვა თანამდებობის პირებმა შეგვიყვანეს მთელი საზოგადოება, სწორედ ამას ემსახურებოდა,“-აცხადებს თინათინ ბოკუჩავა.

დღის ამბები