30 მარტი 2017,   02:55
ვრცლად
პარლამენტში განათლების მინისტრს ელოდებიან

პარლამეტში განათლების მინისტრს ელოდებიან. ალექსანდრე ჯეჯელავამ განათლების კომიტეტის სხდომაზე სამინისტროს სტრატეგია უნდა წარადგინოს.

თუმცა, უწყების ხელმძღვანელთან საკუთარი კითხვები აქვს საპარლამენტო უმცირესობას. ევროპული საქართველო შეხვედრაზე სტატუს შეჩერებული სტუდენტების დაფინანსებისა და მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების საკითხების დასმას გეგმავს.

სერგო რატიანს განათლების მინისტრთან ისეთი საკითხების განხილვა სურს, როგორიცაა სერთიფიცირებული მასწავლებლების ხელფასების საკითხი, ბიულეტინზე გასული მასწავლებლების ანაზღაურება და მაღალმთიანი რეგიონების მასწავლებლების დანამატის საკითხი.

„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც დღეს არის განათლების სისტემაში, ეს არის 38 ათასი სტატუს შეჩერებული სტუდენტი. იმ ფონზე, როდესაც ქართულ ოცნებას აქვს დაფინანსების სრულიად არარაციონალური წესი და ეს წესი უნდა შეიცვალოს,“ - განაცხადა სერგო რატიანმა. 

დღის ამბები