24 თებერვალი 2017,   07:41
ვრცლად
საინფორმაციო სააგენტო "ედიტორის" ჟურნალისტები "რუსთავი 2"-ის მხარდასაჭერად მზად არიან

საინფორმაციო სააგენტო ედიტორის ახალგაზრდა ჟურნალისტებმა და სტუდენტებმა რუსთავი 2-ის მხარდასაჭერად განცხადება გააკეთეს. მათი თქმით, ქვეყანაში განვითარებული მოვლენები ხელს უშლის ახალგაზრდა თაობის განათლებას და დასაქმებას.

ისინი მედიათავისუფლებას მხარს უჭერენ და კვირას რუსთავი 2-ის მხარდასაჭერ აქციას უერთდებიან. ასევე მოუწოდებენ სტუდენტებს, რომ ისინიც ჩაერთონ, რადგან ყველა პროცესი, რაც ქვეყანაში ხდება მათ მომავალზე ისახება.

„ედიტორი, როგორც რუსთავი 2-ის მხარდამჭერი აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას მხარდასაჭერ აქციაში. ჩვენ ედიტორის წარმომადგენლები, ჟურნალისტები, ასევე მოვუწოდებთ სხვა დამწყებ ჟურნალისტებს, ასევე, სხვა სტუდენტებს, არამარტო ჟურნალისტებს, რომ მოვიდნენ კვირას და მხარი დაუჭირონ დამოუკიდებელი მედიის არსებობას,“ - განაცხადა საინფორმაციო სააგენტო ედიტორის სტუდენტმა მარიამ მუშკუდიანმა. 

დღის ამბები