27 მარტი 2017,   08:51
ვრცლად
"ვინც შექმნა ეს სიტუაცია აუცილებლად უნდა აგონ პასუხი" - დავით ბაქრაძე ე.წ. ციანიდის საქმეზე საუბრობს

ევროპული საქართველო ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას აკეთებს. საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, ფრაქცია ევროპული საქართველოს წევრის დავით ბაქრაძის თქმით, პროკურატურის აღიარების შემდეგ, ბოდიშის ნაცვლად, საზოგადოებამ იხილა უტიფარი განცხადებები ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან.

“გვინდა კიდევ ერთხელ გამოვეხმაუროთ ხელისუფლების მიერ გაცხადებულ საქმესთან დაკავშირებით, რომ თითქოსდა საქართველოს პატრიარქის მოწამვლის მცდელობასთან მიმართებაში. ერთ დღეზე მეტი გავიდა მას შემდეგ რაც საქართველოს პროკურატურამ აღიარა, რომ არანაირი ასეთი საქმე არ იგეგმებოდა  და რეალურად არც ყოფილა დაგეგმილი მისი უწმინდესობის წინააღმდეგ ასეთი ტიპის შეტევა. რა ვიხილეთ განვლილ 24 საათში? არცერთი განმარტება შესაბამისი პოლიტიკური უფლებამოსილი პირების მხრიდან, არცერთი ფურცელი, დამატებითი ინფორმაცია მიწოდებული საზოგადოებისთვის თუ რა მდგომარეობაშია საქმე და რა სტადიაზეა გამოძიება, არცერთი ბოდიში იმ ემოციისთვის, რომელიც გაიარა ჩვენა საზოგადოებამ. ამ ყველაფრის ნაცვლად, განმარტებების, ბოდიშის ნაცვლად,  ჩვენ ვიხილეთ უტიფარი განცხადებები ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლების, რომ მათ ყველაფერი სწორად ახსნეს და ეს იყო ჩვენი მოსახლეობის ბრალი. ამ ყველაფერთან ერთად დღის განმავლობაში იკვეთება ბევრი კითხვის ნიშნები დაკავებული სასულიერო პირის დაკავებასთან დაკავშირებით. ჩვენი მოთხოვნაა, მათ ვინც შექმნა ეს სიტუაცია აუცილებლად უნდა აგონ პასუხი, თუ დღეს არ დადგა პასუხისგების საკითხი, მეგობრებო ჩათვალეთ, რომ ჩვენ აღარ ვცხოვრობთ სახელმწიფოში," - განაცხადა ბაქრაძემ.   

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის მოადგილე, ფრაქცია ევროპული საქართველოს წევრის გიგა ბოკერიას თქმით, წლებია ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ვხედავთ სპეკულაციებს რელიგიის, რწმენის, ეკლესიის თემაზე, მაგრამ ამ სამარცხვინო ეპიზოდით ივანიშვილმა საკუთარი რეკორდი მოხსნა.        

დღის ამბები