24 თებერვალი 2017,   07:41
ვრცლად
"ეს ყმაწვილი არის მატყუარა" - ალეკო ელისაშვილი მერიის არქიტექტურის სამსახურის სანებართვო განყოფილების უფროსს პასუხობს

თბილისის საკრებულოს წევრი, საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი დედაქალაქის მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსს კორუფციაში ადანაშაულებს. თბილისის საკრებულო დამოუკიდებელი დეპუტატის განცხადებით, კარლო ლაფერაძის ინტერესები ვარკეთილში 2000 კვ. მეტრის ფართობის მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით იკვეთება.

ალეკო ელისაშვილს, თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის სანებართვო განყოფილების უფროსმა გიორგი წანაწყენიშვილმა უპასუხა.  

“აღნიშნული საკითხი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განსახილველად არ გადაგზავნილა, ვინაიდან 2015 წლის 16 აპრილის ნომერ 16 სხდომის გადაწყვეტილების საფუძველზე, ფუნქციური ზონის ცვლილება მისაღებია, იმ შემთხვევაში თუ სამართლებრივი დავა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საუბრობს,“ - აღნიშნა გიორგი წანაწყენიშვილმა

აღნიშნულ განცხადებას ალეკო ელისაშვილმა კურიერის პირდაპირ ეთერში უპასუხა.

“ეს ყმაწვილი არის მატყუარა, რატომ იცით? სასამართლო პროცესი არაფერ შუაში არ არის. ზონალურმა საბჭომ იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება და მიიღო გადაწყვეტილება საკრებულოსადმი. კანონში წერია ერთ თვეში უნდა გამოიგზავნოს პასუხი საკრებულოში, ან სამ თვეში უნდა გადმოიგზავნოს. თუ რამე ხარვეზი იყო ზონალურ საბჭოზე უნდა ემსჯელათ, მაგრამ მსგავსი არაფერი არ მომხდარა. აქ კორუფციასთან გვაქვს საქმე. მე ვაპირებ აუდიტის სამსახურს და პროკურატურას მივმართო, მე ამ საკითხს არ მოვეშვები, “ - განაცხადა ელისაშვილმა.     

დღის ამბები